ბორის ჯონსონისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე კენჭისყრა დღესაა დაგეგმილი

06 ივნისი 2022, 13:25 677 ნახვა

დღეს, დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრები პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს უყრიან კენჭს.

საქმე ეხება ბორის ჯონსონის მიერ კორონავირუსის გამო გამოცხადებული კარანტინის წესების დარღვევის ფაქტს, რასაც ბრიტანულ მედიაში დიდი რეზონანსი მოჰყვა.

კენჭისყრის დანიშვნას დიდი ბრიტანეთის მმართველი პარტიის 54-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

ბორის ჯონსონს პარტიის ლიდერისა და შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის თანმდებობიდან გადასაყენებლად 180 კონსერვატორი დეპუტატის ხმა არის საჭირო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი