დღეს გარემოს დაცვის დღეა. მიღწეულ პროგრესზე, გამოწვევებსა და სამომავლო პრიორიტეტებზე გარემოს დაცვისა მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა შვედეთის სამეფოში საერთაშორისო კონფერენციაზე ისაუბრა.
თქვა, რომ გარემოსდაცვითი მმართველობის გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების დაცვა, კლიმატის ცვლილების სფეროში საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება, წყლის რესურსების მდგრადი გამოყენება და მართვა, ნარჩენებით გარემოს დაბინძურება და დაცული ტერიტორიების გაფართოება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია.