გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით დასუფთავების აქცია მოეწყო. გონიოს სანაპირო ზოლი პოლიეთინის ნარჩენებისგან გაწმინდეს. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტებთან ერთად აქციაში, აჭარის უმაღლესი საბჭო წევრებიც მონაწილეობდნენ. მსგავს ღონისძიებებს სტუდენტები პერმანენტულად ატარებენ.