ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი ოფიციალურად დაამტკიცა

03 ივნისი 2022, 13:15 896 ნახვა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი ოფიციალურად დაამტკიცა. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ევროკავშირის საბჭოს განცხადებით, სანქციების მეექვსე პაკეტი ითვალისწინებს შემდეგ ზომებს:

ნედლი ნავთობისა და ზოგიერთი ნავთობპროდუქტის იმპორტს რუსეთიდან ევროკავშირში. რუსულ ნავთობზე უარის თქმა ეტაპობრივად მოხდება და ნედლი ნავთობის შემთხვევაში ექვსი თვიდან ვადა დასჭირდება, მხოლოდ სხვა ნავთობპროდუქტებისთვის – რვა თვემდე ვადა. დროებითი გამონაკლისი გათვალისწინებულია ნედლი ნავთობის მილსადენებით იმპორტისთვის ევროკავშირის იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც „თავიანთი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ზარალდებიან რუსეთიდან მიწოდებაზე განსაკუთრებული დამოკიდებულების გამო და არ აქვთ სხვა ეფექტიანი ალტერნატიული ვარიანტი“;

SWIFT-ის სისტემიდან ითიშება „სბერბანკი“, მოსკოვის საკერდიტო ბანკი, „როსსელხოზბანკი“ და ბელარუსის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი;

ევროკავშირი აჩერებს მის ტერიტორიაზე სამი რუსული სახელმწიფო ტელეკომპანიის მაუწყებლობას – „ერტეერ“, „რასია 24“, „საერთაშორისო ტელეცენტრი“. 

ევროკავშირი აფართოებს იმ ფიზიკური და იურიდიული პირების ჩამონათვალს, რომლებთან დაკავშირებითაც მოქმედებს ორმაგი დანიშნულების პროდუქციისა და ტექნოლოგიების ექსპორტის შეზღუდვები. 

ევროკავშირის აკრძალვას რუსეთისთვის საბუღალტრო, პიარ და საკონსულტაციო მომსახურებას.

შავ სიაში შეიყვანენ დამატებით პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან რუსი სამხედროების მიერ ბუჩასა და მარიუპოლში ჩადენილ სისასტიკეებზე, ასევე იმ პირებს, რომლებიც მხარს უჭერენ ომს, წამყვან ბიზნესმენებს, ოლიგარქების ოჯახის წევრებსა და კრემლის ოფიციალურ პირებს, ასევე თავდაცვით კომპანიებსა და ფინანსურ ორგანიზაციებს

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი