აშშ დეპარტამენტის ანგარიში

03 ივნისი 2022, 10:01 538 ნახვა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რელიგიის თავისუფლების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში საქართველოს ცალკე თავი ეთმობა, რომელშიც გასულ წელს რელიგიის თავისუფლების სავარაუდო შეზღუდვების ფაქტებია აღწერილი. ანგარიშშია 2021 წელს ინტერნეტში ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების შემთხვევა.

ასევე დეპარტამენტი საუბრობს არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკაზე, რომელიც „კოვიდ-19“-ის პანდემიის დროს დაწესებული საყოველთაო ლოკდაუნის პირობებში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დღესასწაულებზე შეღავათების დაწესებას ეხებოდა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ყველა სხვა რელიგიურ ჯგუფს რელიგიური დღესასწაულების აღსანიშნად სპეციფიკური განაცხადის შევსება უწევდა.

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ასევე მოხვდა ზოგიერთი მუსლიმური გაერთიანების განცხადება იმის შესახებ, რომ „მთავრობა აგრძელებს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული რელიგიური ჯგუფის „სრულიად საქართველოს ყველა მუსლიმის“ მხარდაჭერას და ზეგავლენას ახდენს მასზე“. ანგარიშში წერია,რომ მუსლიმები კვლავ ამახვილებდნენ ყურადღებას მთავრობის გამჭვირვალობის დანაკლისზე, როდესაც საქმე ეხებოდა მეჩეთების მშენებლობას.

აშშ-ის საგარეო უწყების მიერ მომზადებულ ანგარიშში ცალკე ქვეთავი ეთმობა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში