გაზრდილი მიმართვიანობა სამედიცინო დაწესებულებებში, ვირუსული ინფექციების ფონზე. მედიკოსები აცხადებენ, რომ სხვადასხვა სახის ჩივილით, საავადმყოფოებს ყოველდღიურად, ათობით ადამიანი მიმართავს, მათ შორის ნახევარს ვირუსული ინფექცია აქვს. ვირუსული ინფექციის პიკს თებერვლის ბოლოს ელოდებიან. რა გართულებები ახასიათებს სეზონურ გრიპს ბავშვებსა და მოზარდებში და როგორია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაცია მოსახლეობისადმი. ნათია ლომაძე გიამბობთ.