“ადრეული განათლება და ზრუნვა“ - საერთაშორისო კონფერენცია

02 ივნისი 2022, 13:49 709 ნახვა

ადრეული განათლება და ზრუნვა – ბათუმი საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. ხარისხიანი ადრეული განათლების საკითხებზე ხელისუფლების, აკადემიური წრეების, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების და სკოლამდელი დაწესებულებების წარმომადგენლები  მსჯელობენ. 

კონფერენციის ფარგლებში ასევე განიხილება რეფორმის დეტალები, მონაწილეები გაიზიარებენ საერთაშორისო პრაქტიკას. 2030 წლამდე ქვეყნის მასშტაბით ყველა კერძო და საჯარო საბავშვო ბაღის ავტორიზაცია უნდა განხორციელდეს.  

ორდღიანი კონფერენცია გაეროს ბავშვთა ფონდის, აჭარის განათლების სამინისტროს და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით იმართება.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში