ფინალი არგენტინა-იტალია

01 ივნისი 2022, 19:48 1100 ნახვა

საფეხბურთო სამყარო ამ მატჩს დიდი ინტერესით ელოდება. ევროპის ჩემპიონი სამხრეთ ამერიკის ჩემპიონს დაუპირისპირდება. კიელინის იტალია მესის არგენტინას ეთამაშება. უეფასა და კონმებოლს შორის გასული წლის 15 დეკემბერს მიღწეული შეთანხმებით კონტინენტის ბოლო ტრიუმფატორები დღეს ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. მატჩი ამხანაგურ ხასიათს ატარებს, მაგრამ თასიც გათამაშდება და გამარჯვებული აუცილებლად გამოვლინდება. ‘ფინალისიმას’ ლონდონი და ლეგენდარული "უემბლი" უმასპინძლებს, რომელთანაც იტალიის ნაკრებს განსაკუთრებული მოგონებები აქვს, რადგან სწორედ აქ მოიპოვა ერთი წლის წინ ევროპის ჩემპიონის ტიტული. იტალიისა და არგენტინის ნაკრებები ერთმანეთს 16-ჯერ შეხვედრიან და მცირე უპირატესობა ევროპელთა მხარესაა - 6 მოგება, 5 ფრე, 5 წაგება. თუმცა, არგენტინამ იტალიის ნაკრები ბოლო ოთხ მატჩში დაამარცხა, მათ შორის, ბოლოს 2018 წელს, ამხანაგურ შეხვედრაში. მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში