რუსეთის საოკუპაციო ძალები ქალაქ სევეროდონეცკის ცენტრალურ რაიონებში შევიდნენ. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით კი, რუსეთმა სევეროდონეცკის უმეტესი ნაწილი დაიპყრეს.
სერგი გაიდაის განცხადებით, რუსმა სამხედროებმა ავიაციით „აზოტის“ ტერიტორია დაბომბეს, რის შედეგადაც ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა.
„31 მაისს ოკუპანტებმა შეტევითი ოპერაციები ჩაატარეს სევეროდონეცკის ჩრდილოეთ, სამხრეთ, აღმოსავლეთ რაიონებში და ქალაქის ცენტრში შევიდნენ. გარდა ამისა, რუსები ცდილობენ, განდევნონ ჩვენი ჯარის ნაწილები თავიანთი პოზიციებიდან ბელოგოროვკასა და ვრუბოვკას რაიონებში. მათ გამოიყენეს მოიერიშე და საარმიო ავიაცია კომიშევახისა და ნირკოვის რაიონებში“, – განაცხადა სერგეი გაიდაიმ.