ბათუმის მუსიკალურმა ცენტრმა საოპერო მუსიკის კონცერტს უმასპინძლა. საათნახევრიანი პროგრამით მსმენელის წინაშე ბათუმის სახელწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის საოპერო მიმართულების სტუდენტები და გუნდი წარსდგა.
მონაწილეებმა ცნობილი მუსიკოსების ცნობილი ნაწარმოებები შეასრულეს.
ღონისძიება მუსიკალურ ცენტრსა და ხელოვნების უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა.