დაღუპული გმირების შვილებს ბავშვთა დაცვის დღე თავდაცვის მინისტრმა მიულოცა. ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მათთვის სპეციალური ღონისძიებები გაიმართა, რომელშიც მოზარდებთან ერთად აკადემიის იუნკერებიც მონაწილეობდნენ.
მხიარული სტარტების დასრულების შემდეგ დაღუპული სამხედროების შვილებს საჩუქრები გადაეცათ.