პრეზიდენტმა ლექსო თორაძე ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

01 ივნისი 2022, 10:54 728 ნახვა

პიანისტი, ლექსო თორაძე საქართველოს პრეზიდენტმა გარდაცვალების შემდეგ ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.

სალომე ზურაბიშვილმა ჯილდო ლექსო თორაძის დას და მეუღლეს პირადად გადასცა. პრეზიდენტის თქმით, ეს ჯილდო ლექსო თორაძეს მიენიჭა არა მხოლოდ ძალიან დიდ პიანისტსა და დიდ მუსიკოსს, არამედ როგორც დიდ ადამიანსაც.

დაჯილდოების ცერემონია ორბელიანების სასახლეში ლექსო თორაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი კლასიკური მუსიკის საღამოზე შედგა.

მასში მსოფლიო დონის გამოჩენილი ქართველი მუსიკოსები მონაწილეობდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი