“ბორჯომის“ ქარხნის თანამშრომლების გაფიცვა

31 მაისი 2022, 15:00 903 ნახვა

ბორჯომის  ჩამომსხმელი N1  ქარხნის დირექტორის პასუხი გაფიცულ თანამშრომლებს - მერაბ ახმეტელი აცხადებს, რომ არსებული კრიზისის გათვალისწინებით, ხელფასების 25%-იან ზრდაზე საუბარი, არარეალური მოთხოვნა და მიზანმიმართული მცდელობაა, რომ დაზიანდეს ისედაც მინიმუმამდე დაყვანილი წარმოების პროცესი.

განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ  ახლა მთავარი მიზანი კრიზისის დაძლევა და წარმოების გადარჩენაა და მუშაობის შესაძლებლობას აძლევენ იმ  თანამშრომლების  ნაწილს, ვინც მზადაა, განახლებულ მენეჯმენტთან ერთად იბრძოლოს  კომპანიის გადასარჩენად. 

აქვე გეტყვით,   რომ   დღეს,  ორივე ქარხანა გაჩერებულია, დილის 6 საათიდან დასაქმებულთა სრულმასშტაბიანი გაფიცვა დაიწყო. ითხოვენ  გათავისუფლებული 50 ადამიანის დაუყოვნებლივ სამსახურში აღდგენას, ძველ კონტრაქტებზე დაბრუნებასა და ხელფასების 25%-ით გაზრდას, ასევე ზეწოლასა და შანტაჟში შემჩნეული ცალკეული ადამიანის სამსახურიდან გათავისუფლებას, ვადიანი ხელშეკრულებებიდან უვადო ხელშეკრულებებზე გადასვლას.  

აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირების ინფორმაციით, დასაქმებულების გაფიცვა გაგრძელდება მანამ, სანამ მათი ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი