საქართველოში სომხეთის პრეზიდენტის ვიზიტი გრძელდება.
ვაჰან ხაჩატურიანს ცოტა ხნის წინ პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობაზე იმსჯელეს.
განიხილეს რეგიონში მიმდინარე მოვლენები და ნაბიჯები რეგიონული სტაბილურობის მისაღწევად.