ახალი პოლიტიკური კონფიგურაცია ბათუმის საკრებულოში

30 მაისი 2022, 19:51 757 ნახვა

ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ბათუმის საკრებულო პირველად შეიკრიბა. ამას წინ უძღოდა, ცვლილებები საარჩევნო კოდექსში. იმას, რასაც ოპოზიცია ეწინააღმდეგებოდა 25 მაისს მხარი დაუჭირა. მანამდე ბათუმში, ოპოზიცია იმ მოტივით არ ესწრებოდა საკრებულოს სხდომას, რომ რამაზ ჯინჭარაძის უფლებამოსილება არ ეცნოთ, თუმცა მათმა თანაპარტიელებმა პარლამენტში იმ კანონპროექტს დაუჭირეს მხარი, რომლის შექმნის აუცილებლობაც მათი ბოიკოტის გამო გახდა. დღეს, ნაციონალური მოძრაობა სხდომას არ ესწრებოდა, თუმცა სხდომის მიმდინარეობის პარალელურად გამოჩნდა მამუკა ქობულაძე, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის დარეგისტრირებით მიმართა კომისიას. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე, რამაზ ჯინჭარაძე, მისი პირველი მოადგილე კი გახარიას პარტიიდან წასული, დამოუკიდებელი დეპუტატი ირაკლი თავდგირიძეა, რომელმაც რამაზ ჯინჭარაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები გახდნენ ასევე ქართული ოცნების'' დეპუტატები: ნატალია ზოიძე და ზურაბ ნაკაიძე.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი