„უმცირესობა უმრავლესობაში - პროცედურული ომი და არჩევნების შემდგომი კრიზისი საკრებულოებში“- ამ სახელწოდებით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ კვლევის დოკუმენტის პრეზენტაცია გამართა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში განმარტავენ, რომ კვლევა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ 6 მუნიციპალიტეტში შექმნილ კრიზისს, მის მიმდინარეობას, გამომწვევ მიზეზებსა და მიღებულ თუ მოსალოდნელ შედეგებს შეეხება.
საიას განმარტებით, არც თვითმმართველობის კოდექსი და არც საკრებულოთა რეგლამენტები არ აღმოჩნდა მზად მსგავს პოლიტიკურ კრიზისებთან გასამკლავებლად.