სარაგბო დიდი 10-ს წინასწარ ფინალში ბოლნისის ''ყოჩებმა'' რუსთავის ''ხარები'' დაძაბულ ბრძოლაში 33:32 დაამარცხა და საჩემპიონო თამაშში მონაწილეობის უფლება 15-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად მოიპოვა.
დიდ ფინალში, რომელიც 5 ივნისს თბილისში გაიმართება, ყოჩები ოქროს მედლებისთვის რეგულარული სეზონის გამარჯვებულ ბათუმს დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ ბათუმი და ყოჩები ფინალის პირდაპირი საგზურისთვის უკვე შეხვდნენ ერთმანეთს ბათუმის რაგბი არენაზე, მატჩი ბათუმმა 16:7 მოიგო.