ბათუმმა ნიკოლოზ თავდგირიძის ხსოვნისადმი მიძღვნილ შეჯიბრებას უმასპინძლა.
ტურნირი რომლიც ბათუმის სპორტული ცენტრის მიერ იყო ორგანიზებული და მასში საქართველოს ოთხი საუკეთესო გუნდი მონაწილეობდა „ბათუმი“ მესამე ადგილზე გავიდა.
პირველი ადგილი „თბილისი 2“-მა დაიკავა, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში თანაქალაქელებს მოუგო.
ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ „თბილისი 2-ის“ ფრენბურთელი გიორგი მიქაძე დასახელდა.