იქნება თუ არა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ 20 იანვარს დაგეგმილი ყრილობა ლეგიტიმური -პარტიაში ისევ აზრთა სხვადასხვაობაა. სერგო რატიანი მიიჩნევს, რომ ყრილობის საორგანიზაციო პროცესი დარღვევით მიმდინარეობს. მან ამ მიზნით პარტიის რაიონული და საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელებს წერილიც გაუგზავნა.