მარიუპოლში შესაძლოა ინფექციური დაავადებების აფეთქება მოხდეს - მერი

29 მაისი 2022, 14:25 990 ნახვა

მარიუპოლის პორტში გუშინ ომის დაწყებიდან პირველად შევიდა რუსეთის გემი, რომელზეც ლითონს ტვირთავენ. გემი ორშაბათს უნდა გაემგზავროს დონის როსტოვში.

აღნიშნულ ფაქტს უკრაინული მხარე მოროდიორობასა და ძარცვას უწოდებს.

როგორც უკრაინის სახალხო დამცველი იტყობინება გემზე დაახლოებით 3 ათასამდე ტონა ლითონის ნაწარმი დაიტვირთება.

მარიუპოლის მერი კი შიშობს, რომ შესაძლოა ქალაქში ინფექციური დაავადებების აფეთქება მოხდეს, რადგან მისი განცხადებით ქალაქში 22 ათასი ადამიანი დაიღუპა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი