აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ტეხასში, პირველ ლედისთან ერთად ჩავა და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს პირადად გამოუცხადებს.
24 მაისს ტეხასის ქალაქ უვალდში თავდამსხმელი სკოლაში შეიჭრა, მან 19 ბავშვისა და 2 მასწავლებლის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ეს მასობრივი სროლის ყველაზე დიდი მსხვერპლია ბოლო 10 წელიწადში. 18 წლის დამნაშავის ლიკვიდირება პოლიციელებმა ადგილზევე შეძლეს.