კანის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი , ოქროს პალმის რტო, შვედი რეჟისორის, რუბენ ესტლუნდის ფილმმა "სევდის სამკუთხედმა" მოიპოვა. კინოფესტივალის ლაურეატები შაბათს საღამოს გამოვლინდნენ.
ფესტივალის რიგით მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო, კინოფესტივალის გრან-პრი მოიპოვა ორმა ნამუშევარმა: ლუკას დონტის კინოსურათმა "ახლოს" და კლერ დენის ფილმმა "ვარსკვლავები შუადღეს".
საუკეთესო რეჟისორის ჯილდო სამხრეთკორეელმა პაკ ჩან უკმა მოიპოვა.