რუსეთის სამხედრო დანაკარგი დაახლოებით 30 000 ჯარისკაცია - უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი

28 მაისი 2022, 13:30 580 ნახვა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ამ დროისთვის რუსეთის სამხედრო დანაკარგი დაახლოებით 30 000 ჯარისკაცია.

მათივე ცნობით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გრძელდება ფარული მობილიზაცია, ასევე მოძველებული იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის საწყობებიდან ამოღება.  

გენშტაბის ინფორმაციაზე დაყრდნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპანტები ცდილობდნენ სლოვიანსკის მიმართულებით დაკავებული პოზიციების შენარჩუნებას და მარაგების შევსებას.

უკრაინელმა სამხედროებმა ბოლო 24 საათში დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით მტრის 8 შეტევა მოიგერიეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში