ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი ბავშვთა დაცვისადმი მიძღვნილი ღონისძიებისთვის ემზადება.
მსახიობები სპექტაკლის „ალადინის ჯადოსნური ლამპარის“ პრემიერისთვის რეპეტიციებს გადიან, რომელიც მოწვეული რეჟისორის ვახტანგ ქორიძის ხელმძღვანელობით იდგმება.
პირველ ივნისს პატარებისთვის თეატრის შიდა და გარე სივრცეში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობებია დაგეგმილი, რომელიც 13 საათზე დაიწყება.
16 საათზე კი საყვარელი ზღაპრის გმირების მონაწილეობით საბავშვო კონცერტი გაიმართება ღია ცის ქვეშ.
19 საათზე ანიმაციური ფილმის ჩვენება, 21 საათზე კი თეატრის მიმდებარედ ფრანების შოუ მოეწყობა. სპექტაკლის პრემიერაზე დასწრება თავისუფალია .