ბათუმის ქალთა ფრენბურთის კლუბი დღეს "თბილისს" დაუპირისპირდება

28 მაისი 2022, 09:52 1382 ნახვა

ფრენბურთში საქართველოს 2021-2022 წლების ქალთა  ეროვნული ჩემპიონატის ფინალური ტური, 28 და 29 მაისს ბათუმში ისტორიაში პირველად ჩატარდება.

რეგულარული სეზონის შემდეგ ტიტულისთვის ბრძოლას 4 გუნდი აგრძელებს.

დღეს ბათუმის ქალთა გუნდი ნახევარფინალში "თბილისს" დაუპირისპირდება.

მატჩი ბათუმის სპორტულ კომპლექსში 19:00 საათზე დაიწყება.

მეორე ნახევარფინლურ შეხვედრაში კი "ჯიკო" და ევროპის უნივერსიტეტი გაარკვევენ უკეთესის ვინაობას. ეს შეხვედრა დღეს 17:00 საათზე არის ჩანიშნული.

შეგახსენებთ რომ "ბათუმმა" რეგულარ სეზონში მესამე ადგილი დაიკავა და ფინალურ ტურში გავიდა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი