მსოფლიო პატრიარქი რუსული ეკლესიით იმედგაცრუებულია

26 მაისი 2022, 12:00 410 ნახვა

მსოფლიო პატრიარქი რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარს აკრიტიკებს.  ბერძნულ ტელეარხთან ინტერვიუში ბართლომეუსმა უკრაინაში რუსეთის აგრესიის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთის ეკლესიამ მას იმედები გაუცრუა.

მსოფლიო პატრიარქი  რუსეთის პატრიარქ კირილისგან ელოდა, რომ იგი  შეეწინააღმდეგებოდა პრეზიდენტ პუტინს, დაგმობდა კრემლის გეგმებს უკრაინაში სამხედრო შეჭრის შესახებ და საჯაროდ განაცხადებდა, რომ  არ შეუძლია იმ ყველაფერს დაეთანხმოს, რაც უკრაინაში ხდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში