უკრაინაში რუსეთის აგრესიას კი ისევ მოჰყვა მსხვერპლი. დონეცკში რუსული ძალების მიერ განხორციელებულ იერიშს 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 12.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოკუპანტებმა ლისიჩანსკზე ძლიერი და ხანგრძლივი საარტილერიო დარტყმა განახორციელეს, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა.
დაბომბვების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა ხარკოვის რეგიონში. ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს კრივოი როგზე. უკრაინული მხარის ინფორმაციით, უწყვეტი დაბომბვების მიუხედავად სევეროდონეცკი ალყაში არ მოქცეულა.