სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩო აცხადებს, რომ „30 წელია ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სასამართლოს პროგრამებით, რომელიც მიმართულია მისი დამოუკიდებლობისა და შესაძლებლობების გაძლიერებაზე. ჩვენი არაპარტიული, აპოლიტიკური დახმარება ხორციელდება მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტია არის ხელისუფლებაში. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ძალისხმევა თანხვედრაშია როგორც საქართველოს, ისე ამერიკის კანონმდებლობასთან“. მანამდე "ქართული ოცნების" ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განცხადა,რომ მოსამართლის კონკრეტული გადაწყვეტილების გამო სემინარზე არ დაშვება სისხლის სამართლის დანაშაულია, რადგან როგორც გავრცელდა ინფორმაცია ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ს საელჩომ მოხსნა პროგრამიდან, რომლის ფარგლებშიც ის ამერიკის შეერთებულ შტატებში რამდენიმე დღეში მიემგზავრებოდა.