აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

25 მაისი 2022, 17:36 875 ნახვა

სამშენებლო კომპანიისგან დაზარალებული 300- მდე ოჯახი კომპანია ,, ევროლუქსისგან’’ საკუთარი ბინების  ჩაბარებას ითხოვს. ამბობენ, რომ სამშენებლო კომპანიამ ისინი მოატყუა,  ბინის საფასურის თანხები გადაახდევინა და კორპუსი რომლის მშენებლობაც სექტემბერში უნდა დასრულებულიყო, ამ დრომდე არ ჩაბარებულა. მათივე განმარტებით,  ბაგრატიონის 113 ნომერში, კორპუსის მხოლოდ 2 სართულია აშენებული, სამშენებლო სამუშაოები კი 3 წელზე მეტია გაჩერებული.  დღესვე,  აქციის  რამდენიმე მონაწილე, უფლებადამცველ თამაზ ბაკურიძესთან ერთად აჭარის მთავრობის თავმჯდომარის აპარატის  უფროსს შეხვდნენ. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს, რომ  დაპირებისამებრ 1 კვირაში უნდა შედგეს შეხვედრა, საინიაცივატიო ჯგუფთან და ქალაქის მერთან ერთად, სამშენებელო კომპანიასთან. კომპანია „ევროლუქსში“ ჩვენს ზარებს არ უპასუხეს.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში