გიორგი მამარდაშვილით “მანჩესტერ იუნაიტედი” დაინტერესდა

25 მაისი 2022, 17:12 221 ნახვა

ესპანური გამოცემა "AS"-ის ინფორმაციით გიორგი მამარდაშვილით ინგლისური "მანჩესტერ იუნაიტედი" დაინტერესდა.

როგორ გამოცემა წერს, ქართველი მეკარით კიდევ რამდენიმე კლუბია დაინტერესებული. მანჩესტერელები კი ფეხბურთელთან უკვე კონტაქტზე  გავიდნენ.

ერიკ ტენ ჰაგის გუნდს ზაფხულში დინ ჰენდერსონი დატოვებს ინგლისელებს კი დავიდ დე ხეა დუბლიორად ძლიერი კონკურენტი უნდათ.

ესპანური გამოცემა ასევე წერს, რომ მამარდაშვილს კონტრაქტი "ვალენსიასთან" 2024 წლამდე აქვს და კლუბში თავს ბედნიერად გრძნობს.

გიორგი მამარდაშვილმა 2021-2022 წლების სეზონში ყველა ტურნირზე 21 მატჩი ჩაატარა და ცხრაჯერ კარი მშრალად შეინახა.

გიორგი ლა ლიგამ სამჯერ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად და ორჯერ ტურის საუკეთესო მეკარედ დაასახელა.

გიორგი მოგერუებული ბურთების პროცენტული რაოდენობით ესპანეთში მხოლოდ იასინ ბონოსა და ტიბო კურტუას ჩამორჩა. ტოპ 5 ჩემპიონატების მეკარეებს შორის კი მე-14 შედეგი აქვს.


Deportes COPE Valencia გუშინ წერდა რომ ვალენსიელები მზად არიან ფეხბურთელს ხელფასი გაიზარდონ და კონტრაქტი 2027 წლამდე გაუგრძლონ. გამოსასყიდი თანხა კი 100 მილიონი ევრო იყოს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში