თამარ გაბუნია მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეაზე, კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

25 მაისი 2022, 15:22 741 ნახვა

მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია ჟენევაში, მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეაზე, ,,ა’’ კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. კომიტეტი განიხილავს და ამტკიცებს, ასამბლეაზე წარდგენილ ანგარიშებსა და რეზოლუციებს. მის შემადგენლობაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი ყველა ქვეყანა შედის. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მსოფლიო ჯანდაცვის რიგით 75-ე ასამბლეა 22 მაისს გაიხსნა და სიტყვით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი გამოვიდა.

"წლევანდელი ჯანდაცვის ასამბლეის თემაა „ჯანმრთელობა მშვიდობისთვის, მშვიდობა ჯანმრთელობისთვის“. 2022 წლის 28 მაისამდე დელეგატები, პარტნიორი ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები საზოგადოებრივი ჯანდაცვის გლობალური საკითხების მიმდინარე და სამომავლო პრიორიტეტებს განიხილავენ"-განმარტავენ სამინისტროში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში