საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ესტონეთის პრეზიდენტის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.
შეხვედრაზე, აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო პარტნიორობა და ქართული ინსტიტუციების ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების მიმართულებით ესტონეთის მიერ გაწეული მნიშვნელოვანი მხარდაჭერა.
დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი ეუთოს გენერალურ მდივანს ჰელგა მარია შმიდს,ლიეტუვის პრეზიდენტს, ხორვატიის პრემიერსა და იაპონიის განვითარების ბანკის თავმჯდომარესაც შეხვდა.