პარლამენტის თავმჯდომარე პოლიტიკის, პროგრამის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მთავრობათაშორისი მხარდაჭერის საკითხებში გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს ასა რეგნერს შეხვდა.შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა საქართველოს მიერ წინ გადადგმულ ნაბიჯებზე გენდერული თანასწორობის მიმართულებით. მან ხაზი გაუსვა გენდერული თანასწორობის კონცეფციას, რომელიც ახლო მომავალში იქნება მიღებული, გენდერულ კვოტებსა და პარლამენტში გენდერული გავლენის შეფასების ინსტრუმენტის შემოღებას.