უცვლელი შედეგი და სასურველი სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვები. წელსაც, ისევე როგორც გასულ წლებში პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაციიდან რამდენიმე წამში მაგალითად ბათუმის თითქმის ყველა სკოლაში ადგილი შეივსო. ეს ხდება პროგრამის გახსნიდან პირველივე წუთს.
რეგისტრაცია გრძელდება თუმცა ადგილები ცენტრალურ ნაწილში უკვე აღარაა, ახლა სკოლებში მშობლები მიდიან და განცხადებებს ტოვებენ. მაგალითად მე-6 სკოლაში 50 მეტი განაცხადი უკვე შევიდა.
მშობლები გვიყვებიან, რომ ადგილები სწრაფად შეივსო და შვილის პირველსკოლასში დარეგისტრირება ვერ მოასწრეს საცხოვრებელ სახლთან ახლოს მდებარე ვერც ერთ სკოლაში.