უკრაინული მედიის ინფორმაციით, მარიუპოლში, ერთ-ერთი კორპუსის ნანგრევებში 200 ადამიანის ცხედარი ნახეს. ინფორმაცის მარიუპოლის მერის მრჩეველი პეტრ ანდრიუშენკო ავრცელებს. მისივე ცნობით, გვამები ნახევრად გახრწნილი იყო.
იგივე სიტუაციაა მეტროსთან არსებულ იმპროვიზირებულ მორგშიც, ქუჩაში დიდი რაოდენობით გვამებია მიმოფანტული- ამბობს ანდრიუშენკო.