რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დასავლელი პოლიტიკოსები დაადანაშაულა იმაში, რომ „სკოლაში ცუდად სწავლობენ და არ იციან რა არის რუსეთი“, როცა ისინი რუსეთის ფედერაციის დამარცხებაზე საუბრობენ. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„ამბობენ, რომ რუსეთი უნდა „დამორჩილდეს“, უნდა „დაამარცხონ რუსეთი“, უზრუნველყონ, რომ რუსეთმა „ბრძოლის ველზე წააგოს“.
ალბათ, ისინი სკოლაში კარგად არ სწავლობდნენ. მცდარი დასკვნები გამოაქვთ - მიაჩნია ლავროვს.