საქართველოს პარატაეკვანდოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სამი ოქროსა და ხუთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
მანჩესტერში დასრულებულ ევროპის ღია პირველობაზე პარატაეკვანდოში საქართველოს ნაკრებმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა - რვა პარასპორტსმენით რვა მედალი.
ოქროს მედლები მოიპოვეს გიორგი ხიზანიშვილმა, გიორგი ზარქუამ და გოგა ხახალშვილმა, ხოლო ბრინჯაოს მედლის მფლობელები ანა ჯაფარიძე, სანდრო მეგრელიშვილი, ლია ჩაჩიბაია, გიორგი ნიკოლაძე და დავით მაქაძე გახდნენ..