6 იანვარს გახდება ცნობილი, თუ ვინ დაიკავებს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობას. გადაწყვეტილება სამეურვეო საბჭომ უნდა მიიღოს, რომელმაც დღეს კონკურსის მეორე ეტაპისთვის 5 კანდიდატი შეარჩია. მათთან გასაუბრება ხვალ და ზეგ ჩატარდება.