ქუჩებში უდანაშაულო მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ, ეს გლობალური საკითხია - ჯო ბაიდენი

24 მაისი 2022, 08:27 897 ნახვა

უკრაინის ომი გლობალური და არა რეგიონალური პრობლემაა, ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი. ამის შესახებ ჯო ბაიდენმა ტოკიოში ვიზიტისას განაცხადა.

პრეზიდენტის განცხადებით, ვაშინგტონი მის  პარტნიორებთან ერთად, ხელს შეუწყობს ინდოეთ-წყნარი ოკეანის თავისუფალი და ღია რეგიონის შექმნას.

„რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე მხოლოდ აძლიერებს საერთაშორისო წესრიგის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ფუნდამენტური პრინციპების მნიშვნელობას“ - ამბობს ბაიდენი.

ერთი დღით ადრე, აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ რუსეთმა გრძელვადიანი საფასური უნდა გადაიხადოს უკრაინაში მისი ბარბაროსობისთვის.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი