რუსმა ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის რეგიონის სარკინიგზო ინფრასტრუქტურა დაბომბეს - უკრაინული მედია

24 მაისი 2022, 10:21 1004 ნახვა

რუსმა სამხედროებმა სარაკეტო იერიში დნეპროპეტროვსკის რეგიონის სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე მიიტანეს, რამაც სერიოზული ზიანი გამოიწვია - ამის შესახებ უკრაინული მედია  დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე დაყრდნობით წერს.

ვალენტინ რეზნიჩენკოს განცხადებით,  სერიოზულადაა დაზიანებული სარკინიგზო ლიანდაგი და მიწისზედა ხაზები. გაურკვეველია როდის განახლდება იქ მოძრაობა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით კი, ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარზე გასასვლელად, დონეცკის ოლქში რუსეთის ძალები ქალაქ ლისიჩანსკისა და სევეროდონეცკის ალყაში მოქცევას ცდილობენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი