საქართველო დამოუკიდებლობის 104-ე წლის შესახვედრად ემზადება. სამხედრო ფიცის დადების ცერემონია თბილისსა და კიდევ 5 ქალაქში გაიმართება. მთავარი ღონისძიება დედაქალაქში 11 საათზე დაიწყება. ღონისძიებას პრეზიდენტი, მთავრობის, პარლამენტისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან. 20:30 საათზე კი პირველი რესპუბლიკის მოედანზე გალა-კონცერტი გაიმართება, რომლის თემაც ასევე იქნება „ევროპისკენ“. მთელი დღის განმვალობაში სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი აქტივობა გაიმართება ბათუმში. დაგეგმილია კონცერტები, საგანმანათლებლო-შემეცნებით გამოფენები, მოეწყობა ქართული-ხალხური კუთხეები, ასევე დაგეგმილია სპორტული აქტივობები.