ხვალიდან პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაცია იწყება - ბათუმში 1 735 ადგილია

23 მაისი 2022, 18:25 972 ნახვა

ბათუმის სკოლებში პირველკლასელებისთვის 1 735 მოსწავლის ადგილია დარჩენილი.  რესურსცენტრის ინფორმაციით, რაოდენობა დაახლოებით გასული წლის საყოველთაო რეგისტრაციის პერიოდში არსებულის მსგავსია. თუ გავითვალისწინებთ, რომ წელს სკოლაში შესვლა იმ ბავშვებსაც შეუძლიათ ვისაც 6 წელი ოქტომბერში უსრულდება, სკოლაში შემომსვლელთა რაოდენობა გაცილებით მეტი იქნება. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ბათუმის რამდენიმე საჯარო სკოლაში რეგისტრაციას მშობელთა დიდი ნაწილი ვერ ახერხებს, რადგან ქალაქის ცენტრალურ ტერიტორიაზე მდებარე სკოლების უმრავლესობაში ვაკანტური ადგილები სისტემის გახსნისთანავე რამდენიმე წამში ივსება. პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია ხვალ იწყება და 15 ივნისს დღის ბოლოს დასრულდება. ბავშვის რეგისტრაციისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა სკოლებში 2022 წლის 16 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი