„ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკას სასწრაფო რეაბილიტაცია სჭირდება“ - წერია ლევან სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაში. ბიბლიოთეკის დირექტორის განცხადებით, უკვე ეძებენ ალტერნატიულ შენობას, სადაც მკითხველთა მომსახურებას შეძლებენ.
ჯონი საბაშვილის განმარტებით, შენობის შემოწმება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის მეორე სართულის ადაპტირების სურვილით ლიფტის დამონტაჟება დააპირეს.
ის აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია დამატებითი მშენებლობის შესახებ აბსურდულია და პროექტის შედგენის შემდეგ ტენდერი არსებული შენობის გამაგრების მიზნით გამოცხადდება.