მორიგი დახმარება უკრაინას - პორტუგალია ომში მყოფ ქვეყანას 250 მილიონ ევროს გამოუყოფს. შესაბამის მემორანდუმს ხელი ქვეყნების პრემიერ-მინისტრებმა მოაწერეს.
პორტუგალიის პრემიერი, უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში ქალაქ ირპენს ეწვია. მოგვიანებით კი უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა.