მილიონობით უკრაინელი ლტოლვილად იქცა, 3-მა მილიონმა კი თავი პოლონეთს შეაფარა, რისთვის ოლენა ზელენსკა პოლონეთს მადლობა უხდის.
"არ გაგვიმართლა მეზობელში, რომელიც "ძმობას" რაკეტებით გვიმტკიცებს, მაგრამ გაგვიმართლა პოლონეთში, რომელმაც მილიონობით უკრაინელი შეიფარა", - განაცხადა უკრაინის პირველმა ლედიმ.
ზელენსკა ამბობს, რომ თითოეული უკრაინელისთვის, რომლებსაც სამშობლოს დატოვება მოუწიათ, ახლა ერთადერთი მიზანი უკან დაბრუნებაა.