"ბათუმი" სერიაში 2-3 დამარცხდა და ფინალში "ქუთაისი" გავიდა

21 მაისი 2022, 20:22 743 ნახვა

ბათუმის საკალათბურთო კლუბი სუპერლიგას ნახევარფინალში გამოეთიშა.

სერიის გადამწყვეტი მეხუთე შეხვედრა ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართა, სადაც მასპინძელმა ქუთაისის საკალათბურთო კლუბმა

"ბათუმი" 103-82 დაამარცხა და ნახევარფინალური სერია 3-2 "ქუთაისის" სასარგებლოდ დასრულდა.

სუპერლიგის ფინალში ერთმანეთს "ქუთაისი" და თბილისის "ოლიმპი" დაუპირისპირდებიან.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი