ბათუმის სარაგბო კლუბი დიდი 10-ის ფინალშია.
შავიზღვისპირელებმა წინასწარი ფინალის შეხვედრაში საკუთარ მოედანზე ბოლნისის "ყოჩები" მიიღეს და 16-7 დაამარცხეს.
28-ე წუთზე ჯიმშელეიშვილმა ლელო დადო ,ნინიძემ კი გარდასახვა ზუსტად შეასრულა და "ბათუმმა" ტაიმი 7-0 მოიგო.
მეორე ნახევარში "ყოჩების" მხრიდან უკვე ლელო ჩხაიძემ დადო, მალაღურაძემ გარდასახვა შეასრულეს, რის შემდეგაც ანგარიში გაათანაბრდა და 7-7 გახდა.
დარჩენილ დროში ნინიძემ 3 ჯარიმა გაიტანა და თავის გუნდს კიდევ 9 ქულა შემატა.
საბოლოო ჯამში ბათუმის სარაგბო კლუბმა "ყოჩები" 16-7 დაამარცხა და დიდ ფინალში გავიდა.
ფინალში ბათუმელთა მეტოქე უახლეს დღეებში გაირკვევა.