ომი უკრაინაში - დღე 86

20 მაისი 2022, 15:20 725 ნახვა

რუბეჟნოემ მარიუპოლის ბედი გაიზიარა, სამრეწველო ქალაქი დანგრეულია, ბევრი სახლი ვეღარ აღდგება, ეზოებში -სასაფლაოებია - ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თავის ტელეგრამ არხზე წერს და განადგურებული ქალაქის ფოტო მასალას აქვეყნებს. მისი თქმით, რუბეჟნოეში 60 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა. გარდა ამისა ოკუპანტები აგრძელებენ იერიშებს ჩერნიგოვისა და სუმის ოლქებზე. ღამის განმავლობაში სულ მცირე 8 შეტევა განახორციელეს, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი