ამერიკამ უკრაინას 100 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარება გამოუყო

20 მაისი 2022, 10:23 539 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უკრაინას სამხედრო დახმარების სახით დამატებით 100 მილიონი დოლარის ღირებულების ტექნიკა გამოუყო. 

თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია წერია, რომ უკრაინა მიიღებს საარტილერიო დანადგარებს, რადარებს და სხვა ტექნიკას, რომელსაც უკრაინელი სამხედროები უკვე იყენებენ ბრძოლის ველზე.

პენტაგონის პრესსპიკერის, ჯონ კირბის განცხადებით, დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს 18 დამატებით 155 მმ-იან ჰაუბიცას, 18 ტაქტიკურ მანქანას და არტილერიის საწინააღმდეგო 3 რადარს.

აშშ-ის მიერ 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინისთვის სამხედრო დახმარების სახით გამოყოფილი თანხის რაოდენობა 3,9 მილიარდ დოლარს მიაღწევს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი