აშშ სახ-მდივნის მრჩევლის ვიზიტი თბილისში

19 მაისი 2022, 19:15 945 ნახვა

30-წლიანი პარტნიორობის ფარგლებში, საქართველო არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ აძლიერებს აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა და დახმარება ქვეყნის დემოკრატიულ ინსტიტუტებს - აღნიშნეს დღეს, შეხვედრაზე პრემიერმა და პოლიტიკის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველმა. ირაკლი ღარიბაშვილი და დერეკ შოლე, სამომავლო თანამშრომლობაზე საუბართან ერთად, უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებსაც შეეხნენ. დღეს, პარალელურად დერეკ შოლე ოპოზიციისგან ისმენდა ინფორმაციებს იმ გამოწვევების შესახებ, რომლებიც  ხელისუფლების ოპონენტების განცხადებითაა ქვეყანაში. ოპოზიცია ფიქრობს, რომ საქართველო დასავლეთისკენ არასწორი კურსით მიდის. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კი აქცენტი ამერიკელ მაღალჩინოსანთან  მართლმსაჯულების სისტემაზე გააკეთეს  შეხვედრების პარალელურად კი შენობის გარე პერიმეტრზე, ბანერებით ხელში ნიკა გვარამიას დაკავება გააპროტესტეს მედიის წარმომადგენლებმა.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში